"ობიექტივმა" მნიშვნელოვანი როლი შეიტანა პენიტენციალურ სისტემის მანკიერი მხარეების გამოვლინებასა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მხილებაში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ ჩრდილელმა მედია-კავშირი ,,ობიექტივის,, მიერ მაუწყებლობის შეჩერების კომენტირებისას განუცხადა.
"მინდა გულის ტკივილი გამოვხატო, მედია-კავშირი ,,ობიექტივის,, მაუწყებლობის შეჩერების გამო. აღნიშნული ტელეკომპანია, გამოირჩევა თავისი თვითმყოფადობით, წლების მანძილზე ,,ობიექტივი,, აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა პოლიტიკურ-სოციალურ მოვლენებს. ათეულობით დამოუკიდებელ ჟურნალისტს, შესაძლებლობა ეძლეოდა თავისი სიტყვა ეთქვა მაყურებლისათვის", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ოთარ ჩრდილელი.
მისი თქმით, "ობიექტივმა" უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პენიტენციალურ სისტემის მანკიერი მხარეების გამოვლინებასა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მხილებაში.
"ქვეყნის დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე, ამ ტელეკომპანიამ შეასრულა მისია, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა პენიტენციალურ სისტემის (რბილად, რომ ვთქვათ) მანკიერი მხარეების გამოვლინებასა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მხილებაში", - განაცხადა ჩრდილელმა.
პარლამენტის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა დროებითი მოვლენაა.
"ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ორი ათეული წელია მოღვაწეობდა მასმედიაში, ძალიან მტკივნეულია ის რაც მოხდა. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს დროებითია და სულ მალე აღნიშნული ტელეკომპანია კვლავ გაახარებს თავის მაყურებელს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ოთარ ჩრდილელმა.