,,საპრეზიდენტო არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 10% ვერ მიიღებს", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჩარგალში სტუმრობისას, სადაც შუალედური არჩევნები შეაფასა.
პრემიერ-მინისტრის განაცხადებით 27 აპრილს შუალედური არჩევნები მშვიდად და კულტურულ ვითარებაში ჩატარდა.
,,არჩევნები ჩატარდა წყნარად და კულტურულად, ყოველგარი ანგაჟირების გარეშე. ეს ანარეკლია წინა არჩევნების, ანარეკლია იმის, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა. ასე წყნარი იქნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც, ოღონდ სხვაობა მონაწილეებს შორის უფრო დიდი იქნება და ჩემი გადმოსახედიდან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ვერ მიიღებს 10 პროცენტსაც",-აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს შუალედური არჩევნები სამ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. სამივე ოლქში ბაღდათში, სამტრედიასა და ნაძალადევში კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.