"პროკრედიტ ბანკი" საკუთარ მომხმარებლებს განახლებულ ინტერნეტ ბანკინგს, ახალი დიზაინითა და მოსახერხებელი, ინოვაციური ფუქციებით, სთავაზობს.
ბანკის ინფორმაციით, ამიერიდან. როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს საშუალება გეძლევათ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და მოსახერხებელი, ძალიან მარტივი ფუნქციების საშუალებით ისარგებლოთ საბანკო მომსახურების ფართო არჩევანით.
"პროკრედიტ ბანკის" ინტერნეტ ბანკინგი საშუალებას გაძლევთ ბანკში მიუსვლელად, თქვენთვის კომფორტულ გარემოში ისარგებლოთ ყველაზე მოსახერხებელი საბანკო სერვისებით.
საქართველოს ბანკებს შორის, მხოლოდ "პროკრედიტ ბანკის" ინტერნეტ ბანკინგი გაძლევთ საშუალებას:
გახსნათ ანგარიშები და ანაბრებიონლაინ რეჟიმში;
გადარიცხოთ თანხა ფილიალში მოქმედ ტარიფთან შედარებით 20-40% -ით იაფად;
როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს, გადრიცხოთ თანხასაკუთარ ანგარიშებსა და პროკრედიტ ბანკის ანგარიშებს შორის 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა ინოვაციური ფუნქციებით:
ერთდორულად შეამოწმოთ ყველა სახის კომუნალური გადასახადების დავალიანება და ერთი დადასტურებით, ჯგუფურად, გადაიხადოთ საკომისიოს გარეშე;
შეავსოთ მობილურის ბალანსი საკომისიოს გარეშე;
ერთი დაადასტურებით, ერთდროულად განახორციელოთ სხვადასხვა ტიპის გადარიცხვა და კონვერტაცია;
თავად დაარეგისტრიროთ და განუსაზღვროთ უფლებებიდამატებით
მომხმარებელს;
შეუკვეთოთ ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათი, დაარეგისტრიროთ SMS მომსახურება და სხვა.
"აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პაკეტის რეგისტრაცია უფასოა, ასევე უფასოა სტანდარტული პაკეტის ყოველთვიური მომსახურება.
სტატისტიკურად, პროკრედიტ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება. ბოლო წელს მათი რაოდენობა 35%-ით გაიზარდა და დღეისათვის 30 000-ზე მეტი შეადგინა. ასევე სტაბილურად იზრდება ინტერნეტ ბანკინგით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა და ბოლო მონაცემებით, ბანკში განხორციელებული მთლიანი საბანკო ოპერაციების 76% შეადგინა,. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ ბანკინგი შექმნილია დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და SSL სერთიფიკატის გამოყენებით. ტრანზაქციის განხორციელება,
როგორც დიგიპასით, ასევე მობილურ ტელეფონზე მოსული SMS TAN კოდითაა შესაძლებელი, რაც გაცილებით მოსახერხებელსა და უსაფრთხოს ხდის ინტერნეტ ბანკინგით საბანკო ოპერაციების შესრულებას.
პროკრედიტ ბანკი კვლავ განაგრძობს ინტერნეტ ბანკინგის სრულყოფას და უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო და ახალ მომსახურებას შემოგთავაზებთ."- განმარტავენ "პროკრედიტ ბანკში".
შეგახსენებთ, რომ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 55 ფილიალს მოიცავს. პროკრედიტ
ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fich-ს მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს
სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჯგუფი გერმანიის საბანკო ზედამხედველობის ორგანოსა და ცენტრალური ბანკის ქვეშ იმყოფება.