,,ეკლესია აქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებაში ჩართული იქნება", -განაცხადა ჟურნალისტებთან გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ მთავრობის კანცელარიაში სამთავრობო კომისიის დასრულების შემდეგ.
,, ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებაში ჩართული იქნება და მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად, რადგან ამ დღეს დაგეგმილია სხვადასხვა საეკლესიო ღონისძიება. ღვთივ მონიჭებული ჯილდოა და უპრირვლეს ყოვლისა ამისთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს", -განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიაში 26 მაისის ღონიძიებების დაგეგმვის მიზნით სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.