ირაკლი ალასანია თბილისის მერის არჩევნებისათვის საერთო კანდიდატზე შეჯერების პროცესში დამოუკიდებლად, "ალაინსი საქართველოსთვის" გარეშე ჩაერთვება. ამის შესახებ ალასანიამ დღეს ჟურნალსიტებს განუცხადა.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესში ჩავერთო", - აღნიშნა ალასანიამ.
"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა "ალიანსი საქართველოსთვის" სხვა წევრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უამრავი მეგობარი ჰყავს როგორც "რესპუბლიკელებში" ისე მემარჯვენეებში" თუმცა ამ შემთხვევაში მათი პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა.
ოპოზიციის ერთიანობა აუცილებელია და რაც შეიძლება სწრაფდ უნდა გამოვნახოთ საშუალება თუ როგორ შევარჩევთ ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, მე ვლაპარაკობ, როგორც "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.