ხვალ, 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე მეორე არხთან დაკავშირებით NDI-ს დირექტორს ლუის ნავაროს შეხვდება.ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მეორე არხის პოლიტიკურ _ საპარლამენტო არხად გარდაქნას ერთ წლიანი კონსულტაციები და უამრავი ტექნიკური სამუშაოს ჩატარება დასჭირდა და შესაბამისად ასეთი ხანგძლივი პროცესის შემდეგ მიღწეული შეთანხმება პოზიტიურია.
სწორედ ამიტომ ბაქრაძემ დადებითად შეაფასა NDI--ს ფორმატში დღეს გაფორმებული მემორანდუმი და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკკითხთან დაკავშირებით ხვალ NDI-ს დირექტორს ლუის ნავაროს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, არხი სრული ფორმატით ეთერში მიმდინარე კვირას გავა.
მეორე არხის რეორგანიზაციის წინადადებით გასულ წელს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და პოლიტიკურ პარტიებს არხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებდა.