კოალიცია "ქართული ოცნებიდან" კობა დავითაშვილი არ გაირიცხება, თუმცა ამ საკითხზე უმრავლესობამ, შესაძლოა, მაინც იმსჯელოს, - განცხადება ამის შესახებ ირინა იმერლიშვილმა გააკეთა.
საკითხის განხილვა, შესაძლოა, მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოზე მოხდეს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კობა დავითაშვილის საკითხის განხილვაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
პარალელურად, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მომავალ სასესიო კვირაში ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის ეწვევა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს.