ვანო ხუხუნაიშვილს დეპუტატი ვახტან ბალავაძე შეცვლის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი და როგორც აღინიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილებაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვანო ხუხუნაიშვილი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. პარლამენტში მის ადგოლმონაცვლედ გურანდა ჯაბუას საკანონდებლო ორგანო მიმდინარე სასესიო კვირას დაამტკიცებს.