ცესკო პარტიებს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილ ამომრჩეველთა ერთიან სიას 24 თებერვლის 5 საათიდან გადასცემს.
წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურად დანიშვნისა და საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები მიიღებენ განახლებულ სიებს და ახალი საარჩევნო უბნების მონაცემებს.
პოლიტიკური პარტიების მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, ცესკო პარტიებს ასევე გადასცემს ამომრჩეველთა იმ მონაცემებსაც, რომელთა მიწოდება კანონით არ არის სავალდებულო. ესაა პირადობის მოწმობების გაცემის თარიღი. აღნიშნული ინფორმაცია, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა მოითხოვა.
ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის განხორციელებისთვის ცესკო აგრძელებს ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური პარტიისთვის თუ მოქალაქისთვის მონაცემთა ბაზის გადაცემას. ამჟამად მონიტორინგის პროცესში ჩართულია 12 კვალიფიციური და 2 არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი.
მასალის გამოყენების პირობები