პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით 26 თებერვალს, პარასკევის სესიაზე წარსდგება და "ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს~, _ ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევს..
მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები ოპოზიციასთან გაიმართება. კონსულტაციების შედეგებზე კი პარასკევს პრეზიდენტის სტუმრობამდე ბიუროს სხდომა გაიმართება და ფორმატი განისაზღვრება.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო.