სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისყრი მურატ ჯიოევი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კანატ საუდაბაევის განცხადების კომენტირებისას, რომელშიც იგი აცხადებს, რომ "ყაზახეთი არ აპირებს გადახედოს თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთალიანობის შესახებ" აცხადებს: "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოა, იგი არც არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაშო და შესაბამისად არც არასოდეს გამოსულა იქიდან. ამიტომაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან სამხრეთ ოსეთს არავითარი კავშირი არა აქვს".
"ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის განცხადება იმის შესახებ, რომ ეუთო მხარს უჭერს საქართველოს _ ამ ორგანიზაციის წევრის ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მათ ურთიერთობებს ეხება. ხოლო რაც შეეხება ეუთოს საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებას ეს საკითხიც ასევე მათი ურთიერთობების საქმეა", _ აცხადებს ჯიოევი.
შეეხო რა, ეუთოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების პერსპექტივას ჯიოევმა ასევე აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთი მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათ შორის ეუთოსთან, რომელიც სამხრეთ ოსეთთან კავშირზე პირდაპირ გამოვა".
ამავე დროს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "შეუძლებელია საქართველოსა სამხრეთ ოსეთს შორის რაიმე ვერტიკალურობა არსებობდეს".