"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ლონდონში მიხეილ საკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ლეიბორისტების" ლიდერის განცხადებით, სააკაშვილის უპასუხისმგებლო განცხადებები საქართველოსთვის სავალალო შედეგებს გამოიწვევს, დააკარგვინებს რა სტრატეგიულ პარტნიორებს.
"ლონდონში სიტყვით გამოსვლის დროს მან საფრანგეთს შეურაცყოფა მიაყენა და ნიკოლა სარკოზი რუსეთისგან ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. ჩვენ სარკოზისა და ფრანგ ხალხს ბოდიშს ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მადლობას საქართველოსთან გამოჩენილი თანადგომისათვის", -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვლმა რუსეთ - საქართველოს ომის დროს სარკოზის დახმარებაც გაიხსენა.
"ნიკოლა სარკოზი ომის დროს იმ ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, საიდანაც სააკაშვილი სამარცხვინოდ გარბოდა", - აღნიშნა ნათელაშვილმა.
აღნიშნული განცხადებებით, ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ლონდონში ვიზიტს გამოეხმაურა, სადაცა სააკაშვილმა ნიკოლა სარკოზის მოუწოდა "მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვისაგან თავი შეეკავებიანა.