აშშ-ს პრეზიდენტის სპეცწარმომდგენელმა ავღანეთის და პაკისტანის საკითხებში, რიჩარდ ჰოლბრუკმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. დღეს, ჰოლბრუკი და საქართველოს პრეზიდენტი იმ ქართული ბატალიონის წვრთნას დაესწრნენ, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიით გაემგზავრება.
რიჩარდ ჰოლბრუკი და მიხეილ სააკაშვილი ქართველ სამხედროებს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის სასადილოში შეხვდნენ და ჯარისკაცის ულუფაც დააგემოვნეს.
"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ სრულიად ამერიკის სახელით იმ შესანიშნავი გადაწყვეტილებისათვის, რაც მიიღეთ, რომ გამოაგზავნოთ სამხედრო ბატალიონი ავღანეთში. ქართული ჯარები დიდ როლს შეასრულებენ მსოფლიოში ტერორიზმის დამარცხების მიმართულებით ეს არც ისე ადვილი გადაწყვეტილებაა პატარა ერისათვის, მაგრამ მე ვიცნობ ქართულ ხასიათს და თანაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. გილოცავთ, დღეს რასაც მე თვალი ვადევნე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მეამაყება, რომ ვიხილე ამერიკული ფლოტის წარმომადგენლები აქ, რომლებიც ასევე წვრთნებში მონაწილეობდნენ. სამშობლოში დაბრუნებისას ამ ყველაფერს მოვახსენებ პრეზიდენტს, კლინტონს და ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, ჯო ბაიდნეს", - განაცხადა რიჩარდ ჰოლბრუკმა