"საქართველოს ბანკი" საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე გადადის, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დაარსა.
"ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ამ რეორგანიზაციის გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს ეცნობათ წინასწარ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, გათავისუფლებისას ასევე გადაუხდის კანონით დადგენილ კომპენსაციასაც, დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაეარათ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით"- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".