რუსული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კოსოვოს წარმომადგენელთა მსგავსად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა დაშვებას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ ასამბლეაში რუსული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.
"რუსული დელეგაცია მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის იმავე უფლებების მინიჭებას რაც კოსოვოელ პარლამენტარებს აქვთ", _ აცხადებს სლუცკი.
მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მისცეს საშუალება კოსოვოელ პარლამენტარებს მონაწილეონა მიიღონ ასამბლეის კომისიების მუშაობაში და ხმის უფლების გარეშე ასამბლეის პლენარულ სხდომებს დაესწრონ.
სლუცკი ასევე აღნიშნავს, რომ 2009 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ "რუსეთსა და საქართველოს შორის ომის" შესახებ 1647 რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი მიდიოდა დიალოგის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით ბიუროს სპეციალური კომისიის ფარგლებში.
"ეს გადაწვეტილება შესრულებული არ იქნა. დიალოგის ამ დორმდე დაწყებული არ არის. რატომ აქვს კოსოვოს პრეფერენცია და ამ ორ ქვეყანას - არა. რატომ არ მიმდინარეობს მათთან დიალოგი იმავე დონეზე რაც კოსოვოს წარმომადგენლებთან?", _ აცხადებს სლუცკი და აღნიშმავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაა ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც კოსოვო აღიარეს, თუმცა "დემოკრატიული ნორმების თვალსაზრისით, ამ უმრავლესობამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგებლებთან დიალოგი არ უნდა დაბლოკოს".