1-დან 22 აპრილის ჩათვლით, ცხინვალის რეგიონში მდგარმა რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: "სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისათვის დაკავებულია 6 ადამიანი, ხოლო სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის 4. დამრღვევები საქმეში შემდგომი გარკვევის მიზნით სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკის უშიშროების სამსახურში არიან გადაცემულნი".
ოსური მედია, დაკავებულთა ვინაობასა და ეროვნულ კუთვნილებას არ აკონკრეტებს.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში აღმოჩენილია იარაღის ორი სამალავი. ერთი, დასახლება კვაისასთან ახლოს, ხოლო მეორე მუგუთის დასახლებასთა ახლოს.
მასალის გამოყენების პირობები