ინტერფრაქიულ ჯგუფში უმრავლესობის კვოტოთ არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი მელაძე და ჩიორა თაქთაქიშვილი დაინიშნებიან.
აღნიშნული კანდიდატურების შესახებ გადაწყვეტილება უკვე გაჟღერებულია, თუმცა უმრავლესობის წევრები მაინც აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ხვალისთვის, 23 თებერვლისთვის იქნება მიღებული.
ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის იდეით იქმნება ოფიციალურად ხვალ სესიაზე კენჭისყრით შეიქმნება. შესაბამისად ინტარფრაქციული ჯგუფის წევრებიც კენჭისყრით დამტკიცდებიან.
9-წევრიანი ჯგუფიდან 5 წევრი და ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი, 4 წევრი კი უმრავლესობის. ოპოზიციის ხუთივე წევრი და უმრავლესობის 2 წევრი წინა კვირასვე იყო ცნობილი.
ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე, ხოლო წევრები ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე, ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე გია თორთლაძე და ამავე ფრაქციის წევრი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია და დამოუკიდებელი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია.
უმრავლესობიდან დასახელებული იყვნენ პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი. ორი კავაკნტურ ადგილზე კი უმრავლესობამ არჩევანი გიორგი მელაძესა და ჩიორა თაქთაქიშვილზე შეაჩერა.