რუსი ოკუპანტები აფხაზ მესაზღვრეებს, ენგურის ადმინისტრაციულ საზღვართან მალე მთლიანად ჩაანაცვლებენ. შესაბამისი კანონი რუსმა ოკუპანტებმა უკვე გამოსცეს.
კანონის თანახმად, 1 მარტიდან გალის რაიონში არცერთი აფხაზური დაჯგუფება აღარ იმოქმედებს.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებებული პრობლემებია..
რუსი ოკუპანტების განცხადებით, აფხაზები სამშენებლო მასალებს იპარავენ და ადგილობრივ მოსახლეობაში ჰყიდიან.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის არაახალია. თავის დროზე, დავას სოფელ თაგილონში, 2 აფხაზი მესაზღვრის სიცოცხლე შეეწირა.F