ავღანეთის დასავლეთით ბომბის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი ქვეყნის დასავლეთით, ირანის საზღვართან ახლოს განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს".
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მათ შორის ქალები და ბავშვები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ხელისუფლება აფეთქებაში მოძრაობა „თალიბანს" ადანაშაულებს.