პრეზიდენტმა აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს_ განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მთავარსარდალია და ის გამოძიებას მიაწვდის ინფორმაციას რა ხდებოდა 2008 წელს.
"როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ეს საპარლამენტო კომისია იქნება თუ პროკურატურის კომისია, ამის შემდეგ დეტალურად შეგვეძლება განცხადების გაკეთება პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არ უნდა მივიდეს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მან უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ის არის მთავარსარდალი და შესაძლებელი იქნება მიაწოდოს გამოძიებას ყველანაირი ინფორმაცია თუ რა ხდებოდა 2008 წელს", - განაცხადა კახი კალაძემ.