,,საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა პოლიტიკური ალღო", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გადაცემა ,,პოზიციაში" მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის შთაბეჭდილება არ დატოვა.
,, მიხეილ სააკაშვილის ,,პოზიციაში" გამოსვლას, რაც შეეხება იყო რამდენიმე მომენტი საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა პოლიტიკური ალღო. ილაპარაკა, როგორც აბსოლუტურად პოლიტიკაში ჩაუხედავმა ადამიანმა, ბევრი სისულელე თქვა და რაც მთავრია თავისი გამოთქმებით ზიანი მიაყენა ქვეყანას. განსაკუთრებით ეს ეხება ყველაფერ იმაზე, რაც ომის დეტალებზე ისაუბრა, კონდოლიზა რაისზე, ეს იყო არადიპლომატიური, არაკვალიფიციური. ის, რომ ტრაილერს არ დასჯახებია და ორმოში ჩავარდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური ფორმა დაკარგა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ,,პოზიციაში" გამოსვლა არ ჰგავდა პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირის გამოსვლას.
,,მიხეილ სააკაშვილმა არ დამიტოვა პრეზიდენტის პოსტზე მყოფი ადამიანის შთაბეჭდილება, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან ახსნა, რომ ის ხელისუფლებაში არ არის და ისაუბრა იმაზე როგორ იწყება მისი დილა ადრე და ახლა როგორ იწყება. მოკლედ გუშინდელი გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ერთი სიტყვა დააკლდა მხოლოდ არ გადავდექიო, თორემ დანარჩენი ყველაფერი თქვა", -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის განცხადებას პარლამენტში მისვლის თაობაზეც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო მზადაა მოუსმინოს პრეზიდენტს.
,,საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლის სურვილი თუ აქვს, მას ამის უფლება აქვს. მას პარლამენტი ელოდება უკვე ედიდი ხანია, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდა, პარლამენტის თავმჯდომარემაც განცხადა, რომ პარლამენტი მზად არის მოუსმინოს პრეზიდენტს და არა თემას შეარჩევს მასზეა დამოუკიდებლი", -განაცხადა ბერძენიშვილმა.