ისლამისტური მოძრაობა „სალფის" ლიერმა, მოჰამედ ალ-ჩალაბიმ ბოსტონში მომხდარი აფეთქების შესახებ მიმართვა გაავრცელა. იორდანიაში მოქმედი დაჯგუფების ლიდერი მომხდარი ტერაქტის გამო კმაყოფილებას გამოთქვამს.
„ამერიკელები ჩვენს ხალხს ხოცავენ, ამიტომ ისინიც ისე უნდა დაიტანჯონ, როგორც ერაყსა და ავღანეთში მუსლიმებს ტანჯავენ. მათი სისხლი ჩვენsაზე ძვირფასი არ არის" განაცხადა მოჰამედ ალ-ჩალაბიმ.
იორდანიაში მოქმედი ისლამისტური მოძრაობა "სალაფის" ლიდერს „ალ ქაიდასთან" თანამშრომლობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
შეგახსენებთ, რომ ბოსტონის მართონის საფინიშო ხაზთან მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიღო, 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ კი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში ტერორისტული აქტი განხორციელდა.