"დათა ახალაია თუ ჩვენებების მიცემას დაიწყებს, ეს ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ დათა ახალაიას განცხადების კომენტირებიას და აღნიშნა, რომ კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გამომდინარე ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა.
,,ახალაიას თავის თანამდებობიდან გამომდინარე ძალიან დიდი ინფორმაცია ჰქონდა. Mმან იცოდა ალიან ბევრი რამ ისეთი, რაც ძალიან ვიწრო წრეს შეიძლება სცოდნოდა. შესაბამისად დათა ახალაია თუ ჩვენებების მიცემას დაიწყებს, ეს ბევრ რამეს ნათელსა მოჰფენს", _განაცხადა ხმალაძემ.