,,ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლა არსებობისთვის მიმდინარეობს", -განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა დათა ახალაის მირ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დაპირისპირება, რომელიც სააკაშვილის გუნდში არსებობდა ზედაპირზე ამოდის.
,,ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ შიდა წინააღმდეგობა იყო, როგორც ყველა გუნდში, უბრალოდ ეს ასე ნაპირზე არ გამოსულა. ახლა გამოდის ზედაპირზე ეს დაპირისპირება. სამწუხაროდ, ეს ხდება მაშინ როდესაც ასე ვთქვათ დიდი გემი გიგანტიც იძირება და არ ვიცი იქიდან ვინა და როგორ გადარჩება, მაგრამ მიმდინარეობს ბრძოლა არსებობისთვის", _განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი შეფი დათა ახალაიას სახელით Facebook-ში განცხადება ვრცელდება, რომელშიც იგი ქვეყანაში დატრიალებული "უბედურებას" ერთ ადამიანს - ვანო მერაბიშვილს უკავშირებს. თუმცა ახალაის განცხადების სანდოობაში მისი ოჯახის წევრებსა ეჭვი ეპარებათ, მაგრამ დათა ახალაის ადვოკატმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გავრცელებული განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფ ეკუთვნის.