,,მე არ ვარ ყოვლისმცოდნე ხუხაშვილი, რომ ყველაფერზე პასუხი მქონდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შოთა მალაშხიამ დათა ახალაიას განცხადების კომენტირებისას.
,,რამეზე განცხადება, რომ გავაკეთო უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. მე არ ვარ ყოვლისმცოდნე ხუხაშვილი, რომ ყველაფერზე პასუხი მქონდეს", -განაცხადა მალაშხიამ და აღნიშნა, რომ შესაძლოა შიდა უწყებრივი დაპირისპირება არსებობდა თუმცა ამის შესახებ ის ინფორმირებული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი შეფი დათა ახალაიას სახელით Facebook-ში განცხადება ვრცელდება, რომელშიც იგი ქვეყანაში დატრიალებული "უბედურებას" ერთ ადამიანს - ვანო მერაბიშვილს უკავშირებს. თუმცა ახალაის განცხადების სანდოობაში მისი ოჯახის წევრებსა ეჭვი ეპარებათ, მაგრამ დათა ახალაის ადვოკატმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გავრცელებული განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფ ეკუთვნის.