რუსეთის ფედერაცია ირანის წინააღმდეგ "პარალიზების სანქციების" გამოყენების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ იგი თავისი ვალდებულებების შესრულებას აპირებს, რომელიც ამ ქვეყანისათვის ს-300 საზენიტო კომპლექსების მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნული ვალდებულება რუსეთს კონტრაქტით აქვს დაკისრებული. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა გააკეთა.
"ტერმინი "პარალიზების სანქციები" რა თქმა უნდა ჩვენში სრულ მიუღებლობას იწვევს. სანქციები კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ისინი ბირთვულ გაუვრცელებლობას უნდა ითვალისწინებდეს. არ შეიძლება საკითხის ამ სიბრტყეში განხილვა, ამ შემთხვევაში სანქციები კი შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც მთელი ქვეყნისა და მისი ხალხის დასჯა", _ განაცხადა რიაბკოვმა.
მოსკოვში მიიჩნევენ, რომ "არ არის იმაზე უფრო თანამიმდევრული რამ ვიდრე მოსკოვის მიერ ირანის მიმართ დაკავებული პოზიცია".
"ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული პრობლემების დიალოგის გზით მოგვარებას და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველივე ამის ირანულ მხარესთან შეთანხმებას", _ განაცხადა რიაბკოვმა.
ირანისსთვის საზენიტო კომპლექსების მიწოდებაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ "არსებობს კონტრაქტები ირანისათვის ამ კომპლექსების მიწოდების შესახებ და რუსეთი ამ კონტრაქტებს შეასრულებს".
"ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისგებლობით ვუდგებით ყველა მოვალეობის შესრულებას სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების შესახებ სხვა ქვეყნებში და ვმოქმედებთ ჩვენი შინაგანი და საკმაოდ მკაცრი მოთხივნების დაცვით", _ აცხადებს რიაბკოვი და დასძენს, რომ ახლანლები შეყოვნებები დაკავშირებულია "ტექნიკურ პრობლემებთან". რიაბკოვმა ასევე პოლიტიზირებული უწოდა საუბრებს რუსეთ-ირანის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ირანის საკითხი იყო მოლაპარაკებათა მთავარი საგანი მოსკოვში ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს რამდენიმე ხნის წინ განხორციელებული ვიტიტისას. ნეთანიაჰუმ მაშინ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი არის მიაღწიოს კრემლის მხარდაჭერას თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხსა და ირანისათვის რაკების მიწოდებაზე უარის თქმის საკითხზე.
მოლაპარაკებები დახურული იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას ნეთანიაჰუმ გამოთქვა იმედი, რომ ისრაელის პოზიცია რუსი კოლეგებისათვის მისაღები იქნებოდა. ამის შემუხედავად ახლა ირკვევა, რომ მოსკოვში ირანის თხოვნა უგულვებელყვეს.