დაზარალებულის ოჯახისგან და უახლოესი ადამიანისგან, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ოთარ ფაცხალაძესთან გარკვეული გაუგებრობები, გადაკვეთა და დაპირისპირება ნადვილად ჰქონდა ლევან ჯანგველაძეს, -ამის შესახბე ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უნდა ჩატარდეს, შესაბამისი საგმოძიებო მოქმედებები, რათა ფაქტებით გამყარდეს ყველა ის ვერსია, რომელიც მკვლელობის ირგვლივ ვრცელდება.
"დაზარალებულის ოჯახისგან და უახლოესი ადამიანისგან, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ოთარ ფაცხალაძესთან გარკვეული გაუგებრობები, გადაკვეთა და დაპირისპირება ნადვილად ჰქონდა ლევან ჯანგველაძეს. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ მიმართულებით უნდა ჩატარდეს, შესაბამისი საგმოძიებო მოქმედებები. მე მიმაჩნია, რომ მტკიცებულებების გარეშე ბრალი არავის უნდა წაუყენო, მაგრამ ასევე დაუშვებელია, როდესაც ძალიან ლოგიკური ვერსია ჟღერდება, რომელიც გარკვეულწილად სხვადასხვა ფაქტებით მყარდება, ეს უნდა იქნეს გადამოწმებული და სხვადასხვა ფაქტები უნდა დაიდოს, რადგან ამ დანაშაულის პატიება დაუშვებელია,- აცხადებს ადვოკატი.
ადვოკტის თქმით, არ დაუშვებენ უმნიშვნელოვანესი კითხვები დარჩეს პასუხგაუცემელი, მათ შორის ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით.
"რაც შეეხება ამ საქმეში ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობას, რომლის გვარიც დღეს არაერთხელ გაჟღერდა, ჩემი პოზიცია არის შემდეგი, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, მტკიცებულებებით უნდა დადაასტურდეს, ან მოხდეს უარყოფა კონკრეტული პირის, ან ადამიანების დანაშაულში მონაწილეობა, ამ ადამიანის, ამ დანაშაულში მონაწილეობა არის ლოგიკური, და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვიფიქროთ რომ ის მონაწილეობდა ამ დანაშაულში, ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, მე როგორც დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ეს საკითხი გადამოწმდეს, დეტალურად იქნას შესწავლილი, ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ დანაშაულის ორგანიზებასა და შეკვეთასთან, აუცილებლად იქნეს პასუხისგებაში მიცემული. ეს არის საქმე, რომელშიც კითხვების უპასუხოდ დატოვება, ყოვლად დაუშვებელია. არ დავუშვებ, უმნიშვნელოვანესი კითხვები დარჩეს პასუხგაუცემელი, მათ შორის ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით, -ამბობს ტარიელ კაკაბაძე.