ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაციის კომისიის სხდომა 26 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. ამ საკითხზე ოს სეპარატისტთა დელეგაციას კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტრკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი უხელმძღვანელებს, რუსულ დელეგაციას კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მრჩეველი ვადიმ პოსტნოვი.
"ეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისადმი მიძღვნილი კომისიის პირველი სხდომაა", _ განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.
მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთში უკვე შექმნილია კომისია, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობს. ქართული მხარისათვის შესაბამისი შეტყობინება უკვე გაგზავნილია მოწოდებით დავიწყოთ ამ საკითხზე მოლაპარაკება, მაგრამ ქართულმა მხარემ ჩვენი შეტყობინება უპასუხოდ დატოვა".