ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოში პიერ მორელი აცხადებს, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის შემთხვევაში, სომხეთს შეუძლია ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ენერგომატარებლების სატრანზიტო გზა გახდეს. ეს განცხადება მან "Aკşამ"-თან ინტერვიუში გააკეთა.
ადრე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას კი, რომელთა მიხედვითაც სომხეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე პროცესი სულ უფრო აახლოვებს აზერბაიჯანსა და რუსეთს, პიერ მორელმა მოსკოვსა და ბაქოს შორის ხელმოწერილი ენერგეტიკული შეთანხმება გაიხსენა და განაცხადა, რომ "იმის გამო, სომხეთსა და თურქეთს შორის რამდენიმე ოქმის ხელმოწერის შემდეგ მალევე ბაქომ "გაზპრომთან" ხელი მოაწერა შეთანხმებას გაზის შესახებ 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე, ანკარამ ეს ნაბიჯი ულტიმატუმად და "ნაბუკოს" პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმად მიიღო. თუმცა ეს ხანგრძლივვადიანი შეთანხმება არ არის".
მორელმა გაიხსენა, რომ ბაქომ არაერთხელ უთხრა თურქეთს, ევროკავშირსა და რუსეთს, რომ აზრდბაიჯანის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ნაბუქოს" პროექტთან" დაკავშირებით საბოლოო არ არის.