,,არავის არ სჯერა, კბილაშვილი, რომელიც ომის დროს ,,მასკოვსკაია კვარტირაში" იჯდა ობიექტური გამოძიებას ჩაატარებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან თბილის მერმა გიგი უგულავამ აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების კომენტირებისას.
,,საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები აგვისტოს ომთან დაკავშირებით უკვე დადო. ვგულისხმობ, ტალიავინის კომისიის მიერ დადებულ შედეგებს. არავის არ სჯერა, რომ კბილაშვილი, რომელიც ომის დროს ,,მასკოვსკაია კვარტირაში" იჯდა შეუძლია რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება. არავის არ სჯერა, რომ ნაცვლიშვილი რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირდაპირ რუსეთის მოკავშირე იყო ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. არავის არ სჯერა, რომ ივანიშვილი რომელიც ურეკში გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა სწრაფად გასვლისთვის, ამ ხალხ რაიმე გამოძიების ობიექტურად ჩატარების უნარი აქვთ", _განაცხადა გიგი უგულავამ და ხელისუფლებას მოუწოდა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით დაკავდნენ.