,,აღლუმები არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი", - განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის კომენტირებისას.
,, აღლუმები არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. Aარც გერმანელები, არც ბრიტანელები არ ატარებენ აღლუმს. სამხედრო აღლუმს ატარებენ მხოლოდ ფრანგები 14 ივლისს. სამხედრო აღლუმს მხოლოდ სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებისთვის ატარებენ მხოლოდ რუსები", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით სასურველი იქნება თუ 26 მაისის აღნიშვნის ცერემონიალში სამხედრო ელემენტები ჩართული არ იქნება. თუმცა თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს სამხედრო ელემენტიც იქნება ჩართული. თუმცა საბოლოოო გადაწყვეტილება რა ფორმით მოხდება 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.