,,26 მაისს სამხედრო კომპონენტიც იქნება გამოყენებული", _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა  ირაკლი ალასანიამ  დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის კომენტირებისას. 
,,26 მაისი აუცილებლად იქნება კარგად აღნიშნული, საზეიმოდ და იქნება აუცილებლად სამხედრო კომპონენტიც", -განაცხადა ალასანიამ. 
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება თუ 26 მაისის აღნიშვნის ცერემონიალში აღლუმის კომპონენტი გამოყენებული არ იქნება.