აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაა, - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, გამოძიება ეროვნულ დონეზე უნდა წარიმართოს და მმართველი ძალა ამ საერთაშორისო ვალდებულებას შეასრულებს .
„რუსეთის დანაშაული ამ ომში არის ნათელი. ეთნიკური წმენდა არის სახეზე, რაც არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. სააკაშვილმა ვერ გაბედა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანა. სწორედ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშოროსო სასამართლოს თხოვნაა საქრთველოს მიმართ წარიმართოს ეს გამოძიება ეროვნულ დონეზე. ჩვენ კი ვასრულებთ ამ საერთაშიროსო ვალდებულებას. სააკაშვილს ქუდი ეწვის და როგორც ჩანს, ტყუილად არ ეწვის",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებს შეისწავლის.