ხვალ, 22 თებერვალს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აუქციონი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, აუქციონზე სახელმწიფო საკუთარებაში არსებულ რამდენიმე ობიექტი გავა.
საპრივატიზაციო ობიექტების სიაშია რეგიონებში მდებარე 30-მდე ობიექტი, მათ შორის - ზუგდიდიში მდებარე რამდენიმე მაღაზია და არასაცხოვრებელი ფართი; წიგნების მაღაზიის შენობა გორის რაიონის სოფელ მეჯვირსხევში, ამავე სოფელში მდებარე ავეჯის მაღაზიის შენობა და სხვა ობიექტები.