მოსკოვმა ბიძინა აივანიშვილს ათასჯერ სთხოვა პოლიტიკაში ჩაბმა, მაგრამ მას ეს არ სურდა და უცებ თავად გადაწყვიტა. ახლა მოსკოვში მას ამერიკულ პროექტად მიიჩნევენ, შტატებში კი რუსულ პროექტად. ამის შესახებ უშიშროების ექს მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოში პრორუსული ორიენტაცია სირცხვილად მიჩნევა, ამერიკელები კი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ მოესურვებათ.
"საქართველოში ამჟამად პრორუსული ორიენტაცია სირცხვილად მიჩნევა. ამერიკელები კი საქართველოში აკეთებენ რაც სურთ, მათ არ ჰყავთ კონკურენტი. ისინი საქართველოს ძალიან იაფად ყიდულობენ. ჩვენ ვგრძნობთ ამას ავღანეთის ოპერაციაში. თუ იქ იღუპება ქართველი ჯარიკაცი, მის ოჯახს ამერიკელები უხდიან 10 ათას დოლარს. ამერიკელი ოჯახი კი 250 ათასს იღებს. გამოდის რომ ამერიკელი ჯარისკაცი 25-ჯერ ძვირი ღირს", - აცხადებს ხაბურძანია და კითხულებს, "რატომ ხდება ასე?"