2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების გამოძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აუცილებლად მიიჩნევენ.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ ომთან დაკავშირებით სიმართლე გაიგოს.
"ჩვენ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სიმართლეზე და არა სიცრუეზე, სიცრუის პროპაგანდაზე. ამისთვის, მე ვფიქრობ ყველას ინტერესში შედის საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა გაიგოს სიმართლე", - განაცხადა კალაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი პოლიტიზირებულია.
ამასთან, საპარლამენტო კომისიის გარდა, აგვისტოს ომის მიზეზებს საგამოძიებო კომისიაც შეისწავლის, რომლის შექმნის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე შესაძლოა, დაიკითხოს პრეზიდენტი და ყველა ის პირიც, ვის დაკითხვასაც გამოძიება გადაწყვეტს.