საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული სოფლები მოსახლეობისგან ეთნიკურად გაწმინდეს. როგორც მან აღნიშნა, ამას თინა ხიდაშელის მიერ დაწერილი ანგარიშით შეფასება კი არა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიება სჭირდება.
მისი თქმით, საჭიროა გამოძიების შედეგების დადება, სამართლებრივი პროცედურების დასაწყებად, რათა დამნაშავეების დასჯა მოხდეს.
"ჩვენ ამ ადამიანებს დავსჯით თუ ვერ დავსჯით ეს მეორე საკითხია, მაგრამ როდესაც ქვეყანა ასე უპასუხისმგებლოდ იქცევა, რომ არც კი იძიებს მის ტერიტორიაზე მომხდარი ომის დანაშაულის საქმეს, მემგონი სამარცხვინოა", - განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, საპარლამენტო კომისიის გარდა, აგვისტოს ომის მიზეზებს საგამოძიებო კომისიაც შეისწავლის, რომლის შექმნის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე შესაძლოა, დაიკითხოს პრეზიდენტი და ყველა ის პირიც, ვის დაკითხვასაც გამოძიება გადაწყვეტს.