საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრის შემდეგ, თბილისს სამუშაო ვიზიტით კომპანია „RusHydro"-ს წარმომადგენლები ეწვევიან.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში 12 აპრილს ჩამოვლენ. დელეგაციას „RusHydro"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი რეჟინაშვილი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან კახა კალაძესთან, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადილესა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან.
რუსული კომპანია „RusHydro" მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი სიდიდით მეორე კომპანიაა და მისი 60-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს უტოლდება.