ყოფილი პოლიტპატიმარი ზურაბ გელაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც მათ წამებას ხელმძღვანელობდნენ, დღემდე თანამდებობებს ინარჩუნებენ. როგორც მან დღეს "მაესტროს" პრესკლუბში აღნიშნა, დღეს ფაქტიურად, პროკურატურა უუნაროა.
მისი თქმით, მათ შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში და პირდაპირ დაასახელეს ადამიანები, რომლებმაც მათზე ყველანაირი ძალადობა გამოიყენეს.
"დაგვაბრალეს არჩდენილი დანაშაული. დააწიოკეს ჩვენი ოჯახები და სწორედ ეს ადამიანები დღეს, რომლებიც უკვე დასჯილები უნდა იყვნენ და სულ მინიმუმ გათავისუფლებულები უნდა იყვნენ, ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და კვლავ აგრძელებენ თავისი ბინძური საქმის კეთებას", - განაცხადა გელაშვილმა.
მისი თქმით, დავით ხიზანაიძე, პროკოპი ჭანკოტაძე და დავით ნაღებაშვილი, დაპატიმრებისთანავე, მათ წამებას და ოჯახის წევრების დარბევას ხელმძღვანელობდნენ.
პოლიტპატიმარი თავდაცვის მინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ მოქმედი პოლკოვნიკი ივერი სუბელიანი დღესაც დიდ ბრიტანეთში ჰყავთ გაგზავნილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
"მაინტერესებს რის კვალიფიკაციას იმაღლებს ეს კაცი, რომ როგორ დაესწრება კარგად ქართველი კაცების წამებას? ეს ადამიანი გაგზავნილია ინგლისში. სახელმწიფო მასზე ხარჯავს თანხებს. ის არც დაუკითხია არავის და არც არავის გამოუძახებია სადმე", - განმარტა გელაშვილმა.
ამასთან, ყოფილი პოლიტმატიმარი მთავარ პროკურორსაც მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი სამართალი არ დადგება და ეს ხალხი პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემულები, მაშინ როგორ მოიქცეს თვითონ.
"შვილებს შეეხნენ ჩემსას. ეს არის უპატიებელი დანაშული. გამცეს პასუხი ხელისუფლებამ როგორ მოვიქცე? რომ გადამეყაროს რომელიმე ეს ადამიანი ქუჩაში, როგორ მოვიქცე?! თავს მაქსიმალურად ვიკავებ ამდენი ხანია და მინდა, რომ ჩავეტიო კანონიერების ჩარჩოში და არ გავცდე მას", - განაცხადა ზურანბ გელავშილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან "ნაციონალური მოძრაობის" ბანდაა ამოფარებული.
ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზურაბ გელაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მიმდინარე წლის 13 იანვარს, საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა.