,,ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს ზიზღის ენით ცნობილ ჯგუფებს", _ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას Gგანაცხადა.
,, გამჟღავნდა ის რაც ცნობილი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს ზიზღის ენით ცნობილ ჯგუფებს და ამ ჯგუფების გაძლიერებას, გაერთიანებას, რაც არის უბრალოდ ანტისახელმწიფოებრივი, რადგან Eეს კონკრეტული ჯგუფი გამოირჩევა ნეონაცისტური იდეებით ", _განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას ირმა ინაშვილსა და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს გააქტიურებისკენ მოუწოდა.