კომპანია „ისთერნ პრომოუშენმა" ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატარებლად, დაუსაბუთებლად მოითხოვა და კულტურის სამინისტროდან მიიღო კიდეც 1 მლნ 104 ათასი ლარი.
კულტურის სამინისტროს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოთხოვილია თანხები იმ პირობებში, როდესაც მათთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ღონისძიებებზე გასაწევი მთლიანი ხარჯების ოდენობა,
ასევე სპონსორებიდან და ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა, რომელთა შორის სხვაობაც უნდა შეადგენდეს ბიუჯეტიდან მოსათხოვი თანხის ოდენობას. ასეთი სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილია 1 368 100 ლარი.
დაუსაბუთებლად მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია შპს „ისთერნ პრომოუშენისათვის" ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატარებლად 1 104 000 ლარი.
შპს „ისთერნ პრომოუშენსის" ცნობით სამინისტროსგან მიღებული თანხის გარდა აღნიშნული ღონისძიების შემოსავალმა შეადგინა 577 500 ლარი (სპონსორებისგან 164 100 ლარი, ბილეთების რეალიზაციით 413 400 ლარი).
ჯაზფესტივალის დაფინანსებისას სამინისტრო არ ფლობდა ინფორმაციას დამატებითი ხარჯების შესახებ და რა მოგება დარჩა ორგანიზატორს ღონისძიებიდან, რომლის ფაქტობრივი გენერალური სპონსორი თვითონ იყო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ , შპს „ინტერნეიშენალ ივენთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, ღონისძიების გენერალურ სპონსორად კანონდარღვევით (არასათანადო რეკლამის საშუალებით) გამოაცხადა სს „საქართველოს ბანკი", რომლის წილიც ღონისძიების დაფინანსებაში შეადგენდა 46 000 ლარს (2,7%). მაშინ როდესაც, ჯაზფესტივალი ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა - (65%)