MTV Georgia live-ში მონაწილეობისთვის სტეფანე მღებრიშვილმა 25 ათასი დოლარი მიიღო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის 2 აგვისტოს ქ. ბათუმში, კონცერტ - MTV Georgia live - ში ჯგუფ „სტეფანე და 3G" მონაწილეობისთვის ერთ საღამოში ფიზიკური პირის სტეფანე მღებრიშვილისთვის გადახდილია 25 000 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N730), ხოლო იმავე კონცერტში ჯგუფ „ელდრაინის" მონაწილეობისთვის ფიზიკური პირისთვის, სერგო სულაძისთვის გადახდილია 12 500 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N731). აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა 2011 წლის 5 დეკემბერს კონცერტის გამართვიდან 4 თვის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები