გლეხებს საქონლის დაკვლასა და რეალიზაციის წესებს ურთულებენ. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური ვეტერინარულ მოწმობებზე, "ფორმა 2"-ზე კონტროლს ამკაცრებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამსახურის უფროსმა მაია მეტრეველმა განაცხადა სურსათის უვნებლობის სამსახური გლეხებისა და ფერმერებისგან მოითხოვს დაკვლამდე შეამოწმებინონ ვეტერინარს საქონელი და აიღონ შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა - "ფორმა 2";
მისივე ინფორმაციით, გლეხებსა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს "ფორმა 2"-ის აღება ყველა რეგიონში არსებულ რაიონული მომსახურების ცენტრებში შეეძბელბათ. მეტრეველის თქმით, ცენტრები მომხმარებელს ვეტერინარულ მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ.
ასევე მოუწოდებს სარეალიზაციო ობიექტებს, შესაბამისი ცნობის გარეშე საქონელი გაყიდვაში არ დაუშვან.
"თუ რომელიმე სარეალიზაციო პუნქტში აღმოჩენილი იქნება საქონელი ფორმა-2-ის გარეშე, მისი მფლობელი ადმინისტრაციული წესით, 1000-დან 2000 ლარამდე დაჯარიმდება", _ განაცხადა მეტრეველმა.