ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკ რუბინი მიიჩნევს, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა მართებული არ იქნება.
როგორც მან საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, აშშ-ის შეხედულებები კარგადაა ცნობილი.
"ალბათ არ იქნება მართებული, რომ ჩავერთო საქართველოს საშინაო საქმეებში. ვფიქრობ, ჩვენი შეხედულებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით კარგად ცნობილია. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი დამოკიდებულება ექნება ამ საკითხზე", - განაცხადა რუბინმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აგვისტოს ომის გამოძიება აუცილებელია. აღნიშნული საკითხის აუცილებლობაზე გუშინ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც ისაუბრა.