,,რუსეთი მისი მიზნების განხორციელებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით გეგმავს", _ამის შესახებ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენლმა თამარ ჩხეიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს რუსეთს მოუხსნას ის დისკომფორტი, რომელიც მას საერთაშორისო მასშტაბით ტერმინ ოკუპაციასთან დაკავშირებით აქვს.
"ყველაზე დიდი უბედურება დღეს ის არის, რომ ოკუპანტი რუსეთი მისი მიზნების განხორციელებას გეგმავს საქართველოს ხელისუფლების ხელით. გვესმის მთელი რიგი განცხადებები მინისტრების მხრიდან, იქნება ეს რკინიგზის გახსნის, თუ მხარედ აფხაზეთის აღიარების საკითხი. ქალბატონ წულუკიანის და ბატონ ზაქარეიშვილისგან მოვისმინეთ, რომ რომ უნდა იქნას გამოძიებული აგვისტოს ომის საკითხი. ისინი გულისხმობენ იმ ცილისწამების გამოძიებას რომელიც რუსეთისგან ისმის, რომ ეს დაპირისპირება იყო საქართველოს ბრალი. ეს კი ნამდვილად მიუღებელია, აქ საქმე გვაქვს მარტივ ჭეშმარიტებასთან , როდესაც დიდი ქვეყანა აწარმოებს ოკუპაციას. ასეთ დროს კი ბრალის დადება ქართული მხარისთვის ეს რუსეთის შეკვეთის შესრულებაა და მეტი არაფერი", - განაცხადა თამარ ჩხეიძემ.