"აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა ეს მხოლოდ იდეეაა და მასთან დაკავშირებით დღემდე მოლაპარაკება არ გამართულა", _ აცხადებს რეინტეგრაციი საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "Commonspace.eu"-სათვის მიცემულ ინტერვიუში და წარსულ დროში აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესი "მდგომარეობდა" იმაში, რომ გაერკვია თუ რა დონეზე იყო მზად რუსეთის ფედერაცია ამ იდეის განსახილველად.
"ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან ამის მიმართ ინტერესი არ არის. მე პირადა ვიყავი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩართული კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ძალიან ხშირად სხვა მხარეები საქართველოს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არ ახდენდა ისეთი ზომების რეალიზებას, რომელთათვისაც ხშირად თავად არ იყვნენ მზად",_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რუსეთი მზად არის რკინიგზის საკითხის განსახილველად.
"იმიტომ, რომ მაშინ მათ თავიანთი აღარების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ. ჩვენი მოტივაცია იყო ის, რომ ამ იდეის შემოთავაზებით სიტუაცია ჩიხიდან გამოგვეყვანა, მაგრამ რუსეთში ინტერესი ამის მიმართ არ არსებობს. უკვე გაიმართა ორი შეხვედრა გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის და ეს თემა არც ერთხელ არ იქნა წინ წამოწეული",_ აცხადებს ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები