საქართველოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად დაბი-ჯგუფის თავმჯდომარე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სათემო განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი ჩამოვიდა. დაბი-ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს შვილებთან ერთად სტუმრობს. 20 კაციანი დელეგაცია აბუ-დაბიდან საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. საერთაშორისო აეროპორტში მათ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი დახვდნენ. დელეგაციის წევრებში შედიან ასევე დუბაის კომერციული ბანკის თავმჯდომარე საიდ გობაში, ემირატების სადაზღვევო კომპანიის თავმჯდომარე ფადელ ალ დარმაკი და სხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები