დღეს, 20 თებერვალს, "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი შვეიცარიაში გაემგზავრება. როგორც სუბარმა განაცხადა, ჟენევაში ის ქართველ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შეხვდება.
"მივემგზავრები ჟენევაში სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს ტრადიციული შეკრებაა დაგეგმილი. ჟენევაში ყოფნის დროს აუცილებლად ვინახულებ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესაც. დაველაპარაკები, მისთვის მიმაქვს საჭირო ნივთები, ვინაიდან ძალიან ნაჩქარევად მოუხდა ქვეყნის დატოვება და სულაც არ გეგმავდა, უცხო ქვეყნისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. გარდა ამისა, ვახტანგ კომახიძის შესახებ აუცილებლად მოვახსნებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს", - განაცხადა სუბარმა.
მისი ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრები 22, 23 და 24 თებერვალს გაიმართება.
როგორც ცნობილია, სოზარ სუბარი საქართველოდან პირველია, ვინც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის 5 მრჩეველს შორის არის.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისში სოზარ სუბარი აზია-წყნარიოკეანიის რეგიონს წარმოადგენს.