,,იმედია, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს", -განაცხადა გორში ჟურნალისტებთან შეხვედრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ,,საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტი პოზიტიური ცვლილებაა.
,,იმედია, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს და ამით საკუთარი თავის მარგინალიზაციის არ მოახდენს. Eეს, რომ ასეც მოხდეს ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ეს ვეტო დავძლიოთ. დღეს იქნება თუ ხვა ეს კანონი ძალაში შევა, ამას წინ ვეღარაფერი ვეღარ დაუდგება. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს პარლამენტში ექვსი წევრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისთვის ღირსეული კანდიდატების შერჩევა და არჩევა. რაც მთავრია ქართველ მოსამართლეებს მინდა ვუთხრა შემდეგი, მათთვის დგება გადამწყვეტი ისტორიული მომენტი, რომ მათ მოსამართლეთა კონფერენცია ჩაატარონ თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში", _განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც ახალი კანონპროექტის თანახმად ჩატარდება არის ,,ქართველი მოსამართლეებისთვის თავისუფლების ბოლო შანსი".
,,დიდი იმედი მაქვს, რომ მოსამართლეები ამ თავისუფლების ბოლო შანს გამოიყენებენ ისე, როგორც უნდა გამოიყენონ და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ღირსეული და რეალურად ეფექტიანად მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო", -განაცხადა წულუკიანმა.