თურქეთი აჭარის მიერთებაზე სერიოზულად ფიქრობს, - განაცხადა "უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს აჭარის თურქეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადების თაობაზე.
,,აშკარაა რომ თურქეთს შორსმიმავალი გეგმები აქვს. თურქეთი ოსმალეთის იმპერიის შენებას იწყებს და სერიოზულად აპირებს აჭარის თურქეთისთვის მიერთებას ყოველგვარი ომისა და შეიარაღებული თავდასხმის გარეშე, რაშიც სამწუხაროდ წლებია სააკაშვილის ხელისუფლებაც უწყობდა ხელს", - განაცხადა მჟავანაძემ.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ახსნა განმარტებები მოთხოვოს თურქეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საგარეო უწყების ამ განცხადებაზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ რამდენიმე დღის განცხადება გააკეთა: ,,გასული საუკუნე უკვე ის გვერდია რომელიც ჩვენ გადავფურცლეთ.ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა დაა დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის. ამჯერად ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით, არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ, ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ვამბობ რა ამას ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეო-ოსმალიზმში, მაგრამ თუ ასეა ისინი რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად? ‘'